data exchange
სამუშაო შეხვედრა სსიპ „სმარტ ლოჯიკის“ თანამშრომლებთან
27 დეკემბერი, 2018

მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლების, ამავე სამინისტროს სსიპ სმარტ ლოჯიკის“ დირექტორისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სსიპ სმარტ ლოჯიკის“ თანამშრომლებისთვის.

სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონთან და კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სსიპ სმარტ ლოჯიკში“ განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს. შეხვედრის ფარგლებში სსიპ სმარტ ლოჯიკის“ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერმა და ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა განიხილეს და შეაჯამეს ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტები და მათი მოგვარების გზები.

ზემოაღნიშნულ შეხვედრას წინ უძღვოდა
სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და სსიპ სმარტ ლოჯიკს“ შორის გაფორმებული ერთწლიანი ხელშეკრულება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სსიპ სმარტ ლოჯიკში“ დანერგვის თაობაზე, რომელიც ორივე მხარის აქტიური ჩართულობისა და ეფექტური მუშაობის შედეგად წარმატებით დასრულდა.

სსიპ
სმარტ ლოჯიკში“ დანერგილი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ორგანიზაციას საშუალებას აძლევს დაიცვას ინფორმაციული აქტივები როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სსიპ სმარტ ლოჯიკმა“ შეიმუშავა და დანერგა ეფექტიანი და ქმედითი ინფორმაციული უსაფრთხოების შიდასამსახურებრივი გამოყენების წესები და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს ინფორმაციული სისტემების მართვისა და დაცვის პროცესში.

11 აპრილი, 2012
SPAM - სპამი
03 თებერვალი, 2012
ფიშინგი
26 ივლისი, 2011
სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება
25 ივლისი, 2011
Malware – „ბოროტი პროგრამა“
24 ივლისი, 2011
ინფორმაციის კლასიფიკაცია
 
როგორ შევარჩიოთ პაროლი?
საბანკო ბარათები
სოციალური ქსელები