მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა
14 მარტი, 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენლებმა USAID/საქართველოს პროექტთან - "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სსიპშემოსავლების სამსახურისმოხელეებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების შიდა აუდიტის ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის
მიმდინარეობისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მართვის სისტემა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის ჩატარება და ორგანიზაციის სარგებელი აღნიშნული მიდგომების გამოყენებით. დამსწრე აუდიტორია ასევე გაეცნო ISO 27001:2013 სტანდარტის მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სტანდარტის დანერგვას, ხელშეწყობასა და აუდიტის ჩატარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვროგორც საკუთრივ ამა თუ იმ ორგანიზაციისთვის, ისე ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის.

სსიპ
შემოსავლების სამსახურშიჩატარებული ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებს, რომელთა გამოყენებამაც მეტი სიცხადე შეიტანა სტანდარტის მოთხოვნების მნიშვნელობის ილუსტრირების თვალსაზრისით.

სსიპ
მონაცემთა გაცვლის სააგენტომსგავს ტრენინგებს რეგულარულად ატარებს როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, რომელთა გამართულ და უწყვეტ მუშაობას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ისე იმ კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რომლებზეც არ ვრცელდებაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რათა ამ ორგანიზაციებში გაუმჯობესდეს ინფორმაციული უსაფრთხოების შესრულების ხარისხი და, ზოგადად, სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულ ნორმებთან.

ინფორმაციულ
უსაფრთხოებაში ტრენინგების კურსი შემუშავებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპმონაცემთა გაცვლის სააგენტოსინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ.